თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
მუსიკალური ნაწყვეტები:
თანამედროვე რუსული ანბანი (რუს. русский алфавит) არის კირილიცას ერთ-ერთი ვარიანტი. ის შედგება 33 ასოსგან, რომელთაგან 20 თანხმოვანია, 10 ხმოვანი, й, რომელსაც მოკლე и-ს უწოდებენ, წარმოაგენს ნახევრადხომოვანს, ხოლო 2 ასო(ъ, ь) ბგერებს არ აღნიშნავს. 10 ხმოვნიდან а, о, и, э, у, ы გამოსცემენ ხმოვნებს, ხოლო е, ё, я, ю გადმოსცემენ არა მარტო ხმოვნებს, არამედ ბგერა j-ს(მისი რუსული შესატყვისი - й) და ხმოვანს ერთად. შესაბამისად მათი წარმოდგენა შეიძლება ასე:
- е=йэ
- ё=йо
- я=йа
- ю=йу[1]
რუსული ანბანი შედგენილობითა და მოხაზულობით მომდინარეობს სლავური კირილიციდან. მისი ხმარება დაიწყოპეტრე პირველის რეფორმის შედეგად, შეიცვალა ასოთა მოხაზულობა(დაუახლოვდა ლათინურბეჭდურ ასოებს), ამოვარდა ხმარებიდან მოძველებული ასოები, მახვილის ფშვინიერების, შემოკლების ნიშნები და სხვა.[1]
XVIII საუკუნის II ნახევარში რუსულ ანბანს დაემატა ასო э, მოგვიანებით - ё. განსახკომის 1917 წლის 23 დეკემბრის დეკრეტით რუსულi ანბანიდან ამოიღეს ფუნქციადაკარგული ასოები.[1]